Friday, January 15, 2010
Just a day?!?!?!:))
გუშინ ღამის 4მდე ამ ბლოგის კეთებას მოვუნდი არადა დღეს დილით ვიყავი ასადგომი წეროვანში მივდიოდით რაღაც რაღაცეების დასაზუსტებლად გამგეობასთან და სკოლის დირექტორთან... როცა ზარი გაისმა მობილურზე(მეგობარს ვთხოვე გამაღვიძეთქო) ლამის ტირილი დავიწყე 1 საათი დაახლოებით ვერ ვარკვევდი ვერაფერს ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სხეული საერთოდ არ მემორჩილებოდა და სადღაც დავფრინავდი, საზიზღარი შეგრძნებაა. როგორც იქნა ავდექი და ბებიაჩემმა მახარა ოთახში შუქია გადამწვარო და უნდა გააკეთოო არადა მე ელექტროობაში საერთოდ ვერ ვერკვევი იმიტომ რომ დენის დარტყმის მეშინია ერთხელ მქონდა უკვე მაგის ბედნიერება... ძლივს დავუძვერი ბებოს და მეგობართან რვიანების ხაზვით ავედი ყავის დასალევად და ადამიანურად მოსაწევად (ჩმემებმა არ იციან რომ ვეწევი, ეგ რომ გამიგონ თავს წამაცლიან კიდეც) ხოოოდა მოკლედ გავუდექით ამ წეროვანის გზას იქ რაღაცეები ვიბოდიალეთ ვიღაც ვიღაცეებთან და დავიშალეთ დიდად კმაყოფილი სიფათებით ერთი ის იყო რომ მართო მე არ მაწყხებდა გამოუძინებლობა თურმე ერთ ერთ ჩვენგანს პახმელიაც კი ქონია:))) სახში რომ მოვედი მაინც მომიწია ''ლამფოჩკაზე'' ჩალიჩი თურმე ის პატრონაც მომძვრალი ყოფილა და ნუ მოკლედ მთელი საგმირო საქმეები მაკისრებინეს... ეხლა კი ვზივარ და ამ ჩანაცერს ვაკეთებ ნეტავ ერთი ვიცოდე რატო მემუღამება ამეების წერა? თუ ვინმე მოცლილი შემოხვალთ ამ ბლოგში ამიხსენით რატო ვწერ იმის მაგივრად რომ წავიდე და დავიძინო.... :D:D:D:D ყვეეელაფერი კარგად იქნება!!!!! არა რა ამ გამოთქმის ფანი ვარ!!! ეგრეა და იმიტო:D:D:D
Subscribe to:
Post Comments (Atom)

nervozi gaq da imito, dasveneba gchirdeba, mec mchirdeba :(
ReplyDelete